LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ დაგვიჭირეს, მერე ციხეში გვაყურყუტეს, სამსახურშიც არ მივიდეთ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს რა დამოკიდებულებაა? – ივერი მელაშვილი

119
ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას, რომლის მიხედვით, ის და ნატალია ილიჩოვა სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ.

„მარტივ რაღაცას ვიტყვი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, უბრალო ვარ მეც და ეს ქალბატონიც. ჯერ დაგვიჭირეს მერე გვაყურყუტეს ციხეში, სამსახურშიც არ მივიდეთ, უხელფასოდ დაგვტოვონ, ეს ყველაფერი, ეს რა დამოკიდებულებაა? ეს ჩემთვის ბინძური ბრალია“. – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ბინას ჩავდებ და გამოვიყვან – ივერი მელაშვილის ცოლი დაკავებულებისთვის გირაოს შესაძლო შეფარდებაზე

მისი თქმით, სამსახურიდან გაშვება არა პროკურატურის, არამედ ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

„სამსახურში ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ამან არ იმსჯელოს და მინისტრს ინფორმაცია არ მიაწოდოსო? რა პროკურატურის გადასაწყვეტია სამსახურიდან გაშვება? ამას ხელმძღვანელობა წყვეტს”.- განაცხადა მელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g