LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული პერიოდიდან „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, თუმცა მსოფლიოში ჯერ არ იყო აღიარებული მისი ეფექტურობა: ცერცვაძე

110
BeFunky-collage (16)

„კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას თენგიზ ცერცვაძე აკეთებს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში აღნიშნული მედიკამენტით რამდენიმე ავადმყოფს უმკურნალეს.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ შეამცირა კოვიდინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ასევე მათი ჰოსპიტალში დაყოვნების დრო.

“ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული პერიოდიდან, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, ვიყენებდით მთელ რიგ ინივაციურ მიდგომებს, იგივე „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, მაგრამ არ იყო მსოფლიოში აღიარებული მისი ეფექტურობა.

საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა - თენგიზ ცერცვაძე

"როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და მეტად იცავდა რეგულაციებს."

რამდენიმე ავადმყოფებზე ძალიან წარმატებით გვაქვს გამოყენებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 83 წლის ავადმყოფთან, რომელსაც მაისში ჩაუტარდა მკურნალობა. ეს იყო ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი, რომელზეც არანაირი სხვა სამკურნალო საშუალება არ მოქმედებდა და ამ მკურნალობის შედეგად გადარჩა.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მეთოდი, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებთ და რომელსაც ყველა არ აღიარებდა და პირიქით, ზოგიერთი გვაკრიტიკებდა ამ მეთოდის გამოყენების გამო, დადასტურდა. ახლა დიდი ალბათობით, FDA მას მისცემს რეკომენდაციას ფართო გამოყენებისთვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება უნდა მოხდეს არაუადრეს 10 დღისა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დამძიმდება.

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისიდანაა: განაწილება რეგიონებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები