ესპანურმა Marca-მ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
პირველ ადგილზე „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი გავიდა.
სხვადასხვა გამოკითხვებში მესის არყოფნამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ქილიკითა და სარკაზმითაც მიუთითეს, რომ არგენტინელის საუკეთესოებში არყოფნა რამხელა სირცხვილია. როგორც ჩანს, მადრიდელებისადმი სიმპატიით განწყობილმა გამოცემამ ეს გაითვალისწინა და მესი მიღმა არ დატოვა.
მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩია, რომელიც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ფიფასა და უეფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მესამეზეა მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი გამტანი ანტუან გრიზმანი.
და მხოლოდ ამის შემდეგ, მეოთხე ადგილი ერგო „იუვენტუსის“ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ:
კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია), რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია).