“მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია,” – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც თენგიზ ცერცვაძე განგაშის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების საჭიროებაც არ იქნება.
“განგაშის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი, რომ ეს პირველი ტალღაა თუ მეორე, უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია…
თეორიული შანსი არსებობს და ბევრმა ქვეყანამ ხელახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია,” – აღნიშნა “რუსთავი 2”-თან საუბარში თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამ ეტაპისთვის სულ გამოვლენილია კორონავირუსის 864 შემთხვევა, რომელთაგან 703 უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, 13 ივნისს ვირუსის შედეგად მე-14 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო.