LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ შენ გაგიჭირდა სუნთქვა – მერე მას, ჯერ შენთან ვერ იჭერდნენ წნევას – მერე მასთან, ჯერ შენი გული გაჩერდა – მერე პატრიარქის“ – მელიტა ფურცელაძე მისი მეუღლის და ილია მეორის შეხვედრას იხსენებს

5488
ილია მეორე

რამდენიმე კვირის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში8 ინფორმაცია ლევანის დამ, სალო კბილაშვილმა გაავრცელა. 

ვიდეო: „ერთ დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა… ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა… და ბოლოს, ორივე ერთ დღეს გარდაიცვალა…“ – რა კადრებს გვიზიარებს ლევან კბილაშვილის და, სალომე ოჯახური არქივიდან

25 მარტს ლევანის დედამ, მელიტა ფურცელაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლის და პატრიარქ ილია მეორის შეხვედრას იხსენებს, რომელიც ოჯახისთვის განსაკუთრებით ემოციურია. 

„დღეს ცხრა დღე შესრულდა 💔 ცხრა დღე,რომელმაც ცხრა წლით დამაბერა 😭 წარმოუდგენელი სიცარიელეა ირგვლივ.

მაინც რა დამთხვევაა – სულ რაღაც რამოდენიმე საათშია განსხვავება შენსა და პატრიარქის გარდაცვალებას შორის, ჯერ შენ გაგიჭირდა სუნთქვა – მერე მას, ჯერ შენთან ვერ იჭერდნენ წნევას – მერე მასთან, ჯერ შენი გული გაჩერდა – მერე პატრიარქის 😭 სიზმარიც ასეთი ვნახეთ 😭 არადა განსაკუთრებულად გიყვარდა და უდიდეს პატივს სცემდი პატრიარქს.

ცხრა აპრილს, მთავრობის სახლთან მის ზურგს უკან იდექი ხელებგაშლილი და მახსოვს, როდესაც გაზეთი მოიტანე, სადაც პირველ გვერდზე ეს კადრი იყო აღბეჭდილი, მითხარი – ეს იყო საოცარი წუთები მასთან სიახლოვის შეგრძნებისო და მთხოვე: ეს ისტორიაა და შეინახე რომ ბავშვებმა ნახონო 💔

ეს პატივისცემა გაგიმძაფრა იმ სიყვარულმა, რომელსაც პატრიარქი ლევანიკოს მიმართ იჩენდა – როგორ გარბოდა, როდესაც დაურეკავდნენ და ეტყოდნენ- “ პატრიარქს უნდა “დაიგვიანეს” – იმღეროვო “.

შემდეგ “თუშური” მოეწონა და აუცილებლად ორივე სიმღერა უნდა მოესმინა.

დღეს ლევანიკოსთვის “ სამაგალითო და საამაყო “ მამა და მისი უსაყვარლესი პატრიარქი ერთ გზას გადიან, გზა, რომელიც მათ აუცილებლად ერთმანეთს შეახვედრებს და დარწმუნებული ვარ ისევ მრავალჯერ უმღერებს საყვარელ სიმღერებს და “ შალვოვიჩი “ იქაც იამაყებს თავისი შვილით 😭

მეკი ისღა დამრჩენია დაველოდო მათთან შეხვედრას 💔💔😭😭 გზანათელში იარეთ ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო 😭😭😭 “, – წერს მელიტა ფურცელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები