LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერემი კლარკსონი თვითმფრინავის რეკლამაში გადაიღეს (ვიდეო)

52

ლეგენდარული ტელეწამყვანი და საავტომობილო ჟურნალისტი ჯერემი კლარკსონი Emirates Airlines-ის რეკლამაში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ კლარკსონმა პირველი კლასის მდიდრული, პერსონალიზებული კაიუტები დააკომენტარა, რომლებიც Mercedes-Benz-თან თანამშრომლობით შეიქმნა და რომლის შთაგონების წყაროც 2018 წლის Mercedes-Benz S-Class გახდა. Mercedes-Benz-ის წარმომადგენლების განცხადებით, Emirates-სთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში პერიოდული შეხვედრები იმართება, რომლის ფარგლებშიც დიზაინის სფეროში ბოლო დროის ინოვაციებსა და ტენდენციებს განიხილავენ. Emirates-ის წარმომადგენლები ახალი Mercedes-Benz S-Class-ის სალონით აღფრთოვანდნენ და გადაწყვიტეს Boeing 777-ისთვის პირველი კლასის კაიუტები შეექმნათ. ახალი კაბინები ერთ, ან ორ ადამიანზეა გათვლილი, ხოლო თავად ოთახები, კედლებით არის გამოყოფილი. Mercedes-Benz-ში აცხადებენ, რომ სტილისტიკა ახალი ავტომობილისგან აიღეს. ავიაკომპანიის კლიენტებს დაშვებისას დანიშნულების პუნქტში გერმანული ბრენდის პრემიალური სედანების ბაზაზე აწყობილი ტაქსები დახვდებიან.

https://www.youtube.com/watch?v=ibqncXGMa4E

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები