ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს.
აქედან გამომდინარე, ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მალე პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.
107 ახალი შემთხვევა და 6 გარდაცვლილი – 11 აპრილის კოვიდსტატისტიკა
ამასთან, მინისტრს ჰკითხეს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, ხომ არ განიხილება შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულების მოხსნის საკითხი.
ჯანდაცვის მინისტრმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ კუთხით სხვა ქვეყნების ტენდენციებს აკვირდებიან და შეზღუდვის გაუქმება ჯერ არ განიხილება.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.