LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი” – ჯგუფ Måneskin-ის სოლისტი დამიანო დავიდი დაინიშნა

127
ჯგუფ Måneskin-ის სოლისტი დამიანო დავიდი დაინიშნა

იტალიური როკ-ჯგუფ Måneskin-ის 26 წლის სოლისტმა, დამიანო დავიდმა, თავის შეყვარებულს, 29 წლის მსახიობსა და მომღერალ დავ კამერონს ხელი სთხოვა. უცხოურმა ტაბლოიდებმა სიდნეიში გადაიღეს მათი ახალი ფოტოები, სადაც წყვილი ხელჩაკიდებული სეირნობს, კამერონს კი საჩვენებელ თითზე  ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ოქტომბრის დასაწყისში დამიანომ და კამერონმა სიყვარულის ორი წლის იუბილე აღნიშნეს და სოციალურ ქსელებში ერთმანეთზე ემოციური განცხადებები გააკეთეს. კამერონმა დაწერა:

„ჩემი ცხოვრების ორი საუკეთესო წელი. კვირაში ერთხელ მაინც ბედნიერების ცრემლებს ვღვრი, რადგან შენთან ერთად ცხოვრება წარმოუდგენლად მშვენიერია.“ დამიანომ კი კომენტარებში მოკლედ, მაგრამ გულწრფელად უპასუხა: „ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი.“

Måneskin-ის ვოკალისტმა სადებიუტო სოლო ალბომი და ტურნე დააანონსა

წყვილის რომანის შესახებ პირველად 2023 წლის სექტემბერში გავრცელდა ჭორები. მაშინ, როდესაც მსახიობი Måneskin-ის კონცერტზე შენიშნეს. მალევე გავრცელდა ცნობები მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ, თუმცა ფოტო მტკიცებულებები მაშინ ჯერ არ არსებობდა. დღეს კი, როგორც ჩანს, მათი სიყვარულის ისტორია ახალ, უფრო ბედნიერ ეტაპზე გადადის.

Måneskin-ის ვოკალისტმა, დამიანო დავიდმა ლედი გაგასა და ბრუნო მარსის ჰიტი – Die with a Smile იმღერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები