90-იანი წლების პოპულარული გოგონათა ჯგუფი The Pussycat Dolls, რომელიც 10 წლის წინ დაიშალა, ისევ ერთიანდება. ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა ოფიციალურად განაცხადეს. ერთადერთი, ვისაც ჯგუფის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ, მელოდი ტორნტონია, რომელმაც თავად უარი თქვა გერთიანებაზე.
The Pussycat Dolls-ის გოგონები ტურნეს ბრიტანეთსა და ამერიკაში აანონსებენ. ცნობილია, რომ ნიკოლ შრეზინგერი, ეშლი რობერთსი, კიმბერლი ვაიოთი, ქარმით ბაჩარი და ჯესიკა სუიტა პირველად ერთად „იქს ფაქტორის“ ფინალზე გამოჩნდებიან.
ცნობილია ისიც, რომ გოგონების გაერთიანება მას შემდეგ გადაწყდა, რაც Spice Girls-მა წარმატებით დაიწყო ტურნე, ასევე გაერთიანების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი კოლექტივში ნიკოლ შრეზინგერის დომინანტი როლი იყო .