LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ჰადიდი აგრესიულ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა (ფოტო/ვიდეო)

219

მილანური მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული Max Mara-ს მოდის სახლის ჩვენება სკანდალურად დასრულდა. ჩვენების შემდეგ გარეთ გამოსული მოდელი ჯიჯი ჰადიდი მოულოდნელად თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უკრაინელმა ჟურნალისტმა მოდელთან მიახლოება და მისი ხელში აყვანა სცადა, რაზეც მოდელის რეაქციამაც არ დააყოვნა. ჰადიდი არ დაბნეულა და მუშტებით სცადა თავდამსხმელის მოგერიება. მალევე კონფლიქტში ცნობილი მოდელის დაცვის წევრებიც ჩაერთვნენ.

ცნობილი ხდება, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც მოდელზე თავდასხმა სცადა, ვიტალი სედიუკია. ეს უკანასკნელი თავის სკანდალური გამოსვლებითაა ცნობილი. 2014 წელს მან კიმ კარდაშიანზე თავდასხმა სცადა, ამავე წელს კი ბრედ პიტზე თავდასხმის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g