Vogue-ის ერთ-ერთი რედაქტორი, კარინ როტფელდი საკუთარ ჟურნალზე CR Fashion Book მუშაობს, რომლის ფურცლებზე მომავალი წლის კალენდარი გამოჩნდება.
უახლეს ფოტოსესიაში მონაწილეობა ლამაზმანებმა მიიღეს, მათ შორის: ჯიჯი ჰადიდმა, პერიოს ჯექსონმა, გრეის ელიზაბეტმა, ჰალიმა ადენმა ჰიჯაბში და ა.შ. პროვოკაციული ფოტოების ავტორი სტივენ კლაინი გახდა.
მოდელებმა რაფ სიმონსის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგეს, თუმცა გადაღება სატრენაჟორო დარბაზში წარიმართა. იდეის ავტორის თქმით, თავის კალენდარს ის 2018 წელს ქალის სხვადასხვა სახის სილამაზეს უძღვნის. (ფოტო)