LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ო’ ბრაიანი: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში

150
ჯიმ ო’ ბრაიანი

„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, რომლებიც უკან, რუსეთში, საქართველოდან დაბრუნდებიან“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ ბრაიანმა განაცხადა.

სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ო’ ბრაიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რომ შეზღუდონ საბრძოლო მასალებისთვის საჭირო ნივთების რუსეთში გადაზიდვა.

თეთრი სახლი: რუსეთმა, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს

აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვრებზე, იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო. ეს უწყვეტი სამუშაოა და ჩვენ დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით.

ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ო’ ბრაიანმა.

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში გაჩერდება: „შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“

ინფორმაციისთვის, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა ო’ ბრაიანმა რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასა და ამით სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობაზე ჰკითხა. შაჰინი დაინტერესდა არის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზი.

„არ ვიტყოდი, რომ შემაშფოთებელია. – უპასუხა ო’ ბრაიანმა და დასძინა, რომ სანქციებისგან თავის არიდება „უდავოდ შესაძლებელია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები