“სრული პასუხიმგებლობით ვამბობს, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი, პირადი, თუ სამსახურებრივი, თუ რამე სარგებლობისთვის არ შეგვიძენია” – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯიპების შესყიდვის შესახებ დეპუტატების კითხვებს.
“რაც შეეხება ჯიპების თემას, სრული პასუხიმგებლობით ვამბობს, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი, პირადი, თუ სამსახურებრივი, თუ რამე სარგებლობისთვის არ შეგვიძენია. მაგრამ მე თქვენთვის წამოვიღე სტატისტიკა თუ რა შეიძინეს 2012 წელს, სხვა წლებში. კოლოსალური თანხებია დახარჯული. განა ტანკებისთვის დაიხარჯა და განა საბრძოლო მზადყოფნისთვის. კიდევ ერთხელ სრული დაბეჯითებით ვამბობ, რომ ჯიპები იქ დაგვხვდა, რომლებიც 2012 წელს არის შეძენილი. მე პირადად გადავადგილდები 2008 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანით, თუ ზოგჯერ ვსარგებლობ ჯიპით, ეს არის მხოლოდ იმ შემხთხვევაში თუ მიწევს საველე პირობებში სწავლებაზე ან რეგიონში გასვლა” – აცხადებს იზორია
თავდაცვის სისტემაში კორუფციისა და კრიმინალის არსებობის შესახებ ოპონეტების ბრალდებებს იზორია ჰიბრიდულ შეტევად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს ყველაზე მტკივნეულად თავდაცვის ძალები აღიქვამენ.
„უწყების დისკრედიტაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილია, როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია, რომ შიმშილის პირას ხარ მისული იმიტომ, რომ თურმე ხორცით უზრუნველყოფა უწყვეტად აღარ ხდება, თურმე უნიფორმით მომარაგება არ ხდება,”- ამბობს ლევან იზორია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.