LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯივიპი“ – მიმდინარეობს მაგისტრალური მილის  გამოთავისუფლება მიწის  საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი

143
Capture

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი. 

მათივე ინფორმაციით, სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

„მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად სამუშაოების შედეგად, დღემდე 10,000 – ობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყერულია მილისადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მოეწყობა სამუშაო არეალი მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგონისტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g