LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი ამერიკულ ბიზნესს მოუწოდებს ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ

95
1618426992-ბაიდენი

ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ შტატების პრეზიდენტი მოუწოდებს ბიზნესს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო გახადონ.

“აუცრელების პანდემიამ გადაავსო ჩვენი საავადმყოფოები. აუცრელი ადამიანების გამო არ არის ადგილი მათთვის, ვისაც გულის შეტევა აქვს ან ონკოლოგიური ოპერაცია აქვს დაგეგმილი. ” – აცხადებს ბაიდენი.

სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური მოხელეებისთვის და იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახადა. ეს ბრძანება ეხება დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მოქალაქეები, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილან, ქვეყნის ეკონომიკას უქმნიან საფრთხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g