LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი დაბრუნდა – 82 წლის ექს-პრეზიდენტი სპექტაკლის პრემიერაზე ფანტასტიკურად გამოიყურება

138
ჯო ბაიდენი დაბრუნდა - 82 წლის ექს-პრეზიდენტი სპექტაკლის პრემიერაზე ფანტასტიკურად გამოიყურება

ბროდვეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლის, „ოტელოს“ პრემიერაზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ სპექტაკლში მთავარ როლებს დენზელ ვაშინგტონი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ. ეს პრემიერა გამორჩეული იყო იმითაც, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილთან ერთად. 82 წლის ექს-პრეზიდენტი ფანტასტიკურად გამოიყურება და გასაოცარ განწყობაზე ჩანდა, როცა ის სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მსახიობებს შეხვდა და მათთან ფოტოები გადაიღო.

ეს გახლავთ ჯო და ჯილ ბაიდენების პირველი საჯარო გამოსვლა Barrymore Theatre-ის პრემიერაზე, მას შედეგ რაც მეუღლეებმა თეთრი სახლი დატოვეს. რაც ეხება „ოტელოს“, მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 361 დოლარი ღირს.

ფოტო/ვიდეო: ჯო ბაიდენმა თავისუფლების მედლით დააჯილდოვა 19 ადამიანი, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური და ბონო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g