LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

92
jo-baideni-w-h

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა.

„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლების მიერ მილიონნახევარი სომეხი დეპორტირებული და მოკლული იყო. მათ კი ვინც გადარჩა, იძულებული გახდა, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვა მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენ ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ ამბავს. ვხედავთ მათ ტკივილს და ვადასტურებთ ისტორიას. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დადანაშაულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს.

დღეს ვგლოვობთ იმას, რაც დაკარგულია. მოდით, ასევე გავიხედოთ მომავლისკენ, სამყაროსკენ, რომლის აშენებაც ჩვენი შვილებისთვის გვსურს, სამყარო, რომელიც დაცულია ყოველდღიური ბოროტებისა და შეუწყნარებლობისგან, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, სადაც ხალხს საკუთარი ცხოვრების დაცვა ღირსეულად შეუძლია.

ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“,-განაცხადა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g