LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

78
ჯობაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა.

„ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს.

ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი.

ამერიკის შეერთებული შტატები 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა შვედეთისა და ფინეთის პროტოკოლს. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ნატო-ში 18 მაისს შეიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g