LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი მოაწერა

265
ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითიც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.

ლენდ-ლიზის აქტს გასულ თვეში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g