LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ჯონასმა ,,სანსა სტარკს” რომანტიკული დაბადების დღე გადაუხადა (ფოტო)

9838654-0-image-a-6_1550186834673

,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავს, სოფი ტერნერს 21 თებერვალს 23 წელი უსრულდება. ოფიციალურ თარიღამდე ახალგაზრდა მსახიობის საქმრომ, ჯო ჯონასმა საყვარელ ქალს სიურპრიზი მოუწყო და დღეობა რომანტიკულად, ვალენტინობაზე გადაუხადა.

გაირკვა, რომ მოულოდნელი საჩუქრისთვის 29 წლის შემსრულებელი განსაკუთრებულად მოემზადა, რამაც ,,სანსა სტარკი” უდავოდ გააბედნიერა.

ფოტოებიდან, რომლებიც ქსელში მოხვდა ჩანს, რომ ,,ჯონასების” მუსიკალური ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა წვეულებისთვის სიყვარულის დღესთან დაკავშირებული ყველა სიმბოლო, მათ შორის გულის ფორმიანი ბუშტები, გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ნიკ ჯონასი და სოფი ტერნერი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. წყვილი 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები