LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“ – ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა

128
პატიმრობის მისჯა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 2024 წლის 9 იანვარს დაკავებულ პირს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია“ – მარნეულში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.

ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქათმები შეჭამა, ძროხაც დაკბინა, ჩემი შვილი ძალიან გამწარდა  და ასე სცემა – ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია“ – ძაღლზე მოძალადე კაცის დედა

🔵 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g