ჯონ კერიმ საქართველო უკვე დატოვა, თუმცა მანამდე ის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს დილით შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საუბარს აპირებდნენ მომავალ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, „ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით“.
„გუშინ ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა, ჯონ კერი თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრა.