ჯონ ლეჯენდის ახალი სიმღერა „Love Me Now“ ქსელში გამოჩნდა. სიახლე მეხუთე სტუდიური ალბომის ლიდ-სინგლი იქნება, რომლის დეტალები ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია. თრექის ოფიციალურ პოსტერზე კი თავად ჯონი და მისი მეუღლე, მოდელი კრისი ტეიგენი არიან გამოსახულები.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის უკანასკნელი ალბომი „Love in the Future“ 2013 წლის სექტემბერში გამოვიდა. რელიზმა დაიპყრო ჩარტები, რადგან ის სუპერ-ჰიტს „All of Me“ შეიცავდა. მარტო აშშ-ში ის რვაგზის „პლატინის“ გახდა.