მომღერალ ჯონ ლეჯენდსა და მოდელ კრისი ტეიგენს ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ ეყოლათ. ბედნიერმა დედამ კი გადაწყვიტა თაყვანისმცემლების ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და ქალიშვილის ფოტო „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ გოგონას ლუნა სიმონა სტივენსი დაარქვეს და ის ჯონისთვის და კრისისთვის პირველი შვილია.