ლონდონის რკინიგზის სადგურში St Pancras, პარიზიდან მომავალი მგზავრებისთვის ჯონ ლეჯენდმა მინი-კონცერტი გამართა. სერ ელტონ ჯონის პიანინოზე მუსიკოსმა თავისი რამდენიმე ჰიტი „Ordinary People“, „All of Me“, „Surefire“ და სხვები შეასრულა. პერსორმანსის ტრანსლაცია „ფეისბუქზე“ მიმდინარეობდა.
კონცერტის შემდეგ, ლეჯენდმა თაყვანისმცემლებთან ფოტოები გადაიღო და სადგური მალევე დატოვა.
წარმოდგენა მომღერლის მომავალი მსოფლიო ტურნეს პრომო-კამპანიის ნაწილი გახდა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/LiveNationUK/videos/10155037994238700/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]