LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ტრავოლტას ქალიშვილი მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – მამა-შვილის უახლესი გამოჩენა

191
page

პარიზის ოლიმპიადაზე ჯონ ტრავოლტა ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. მამა-შვილი გვერდიგვერდ ისხდნენ და ტანვარჯიშის გამოსვლას ინტერესით ადევნებდნენ თვალს. ამ დღეს 70 წლის მსახიობს ჯინსის შარვალი და მუქი ლურჯი პიჯაკი ეცვა. 24 წლის ელას კი შავი მაისური და ამავე ფერის ბერეტი ამშვენებდა.

ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში კომენტარები არ წყდება. გოგონა მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

ცნობისთვის, ჯონ ტრავოლტას მეუღლისგან, კელი პრესტონთან სამი შვილი გაუჩნდა. 2009 წელს მათ ვაჟი, ეპილეფსიის მორიგი შეტევით გარდაეცვალათ. თავად კელი კი ონკოლოგიური დაავადებით 2020 წელს გარდაიცვალა.

ლეგენდები წითელზე – უმა თურმანი, ჯონ ტრავოლტა და სემუელ ელ ჯექსონი „კრიმინალური საკითხავის“ 30 წლის იუბილეზე

„ეს შენ ჩემგან“ – ჯონ ტრავოლტა გარდაცვლილ მეუღლეს დედის დღეს ემოციური ვიდეოთი ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები