Jonas Brothers-მა ახალი დისკი დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ ,,ძმები ჯონასების” მეშვიდე სტუდიური ალბომი – Greetings from Your Hometown გაყიდვაში, 8 აგვისტოს ჩაეშვება.
სიახლეს წინ უძღვის ორი სინგლი: Love Me to Heaven და No Time to Talk.
ფორფიტის მხარდასაჭერად, ასევე ტრიოს დაფუძნებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნად, კევინი, ჯო და ნიკი ტურნესაც გამართავენ. Jonas20: Greetings from Your Hometown Tour 52 შოუს მოიცავს და 10 აგვისტოდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით შედგება.
შეგახსენებთ, რომ Jonas Brothers-მა 2023 წლის 12 მაისს, მეექვსე სტუდიური ალბომი – The Album გამოუშვა. დისკის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე – Five Albums. One Night. გასული წლის აგვისტოში, ნიუ-იორკიდან დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. Five Albums. One Night. The World Tour-ის ფარგლებში სამეული პერფორმანსებზე 2007-დან 2019 წლამდე გამოცემული ოთხი დისკის სიმღერებსაც ასრულებდა.