LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპმა „დიორთან“ $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

138
page

„დიორმა“ ჯონი დეპთან მამაკაცების პარფიუმერიის ინდუსტრიაში უმსხვილესი ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტი სამწლიანია, მისი თანხა კი 20 მილიონ დოლარს აღემატება.

ცნობისთვის, მსახიობი Dior Sauvage-ის სახე 2015 წელს გახდა, თუმცა, ბრენდმა მასთან თანამშრომლობა ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის ბრალდებების შემდეგ შეწყვიტა. ახლა კი დადგა დრო, დეპის ძველი დიდების აღდგენისა.

სხვათა შორის, ჰარდზე გამარჯვების შემდეგ, ჯონი დეპი კინოეკრანებს „მეფურად“ უბრუნდება. ის მაივენ ლე ბესკოს მიერ გადაღებულ ფილმში „ჟანა დიუ ბარი“ ლუდოვიკო XV-ის  როლს ასრულებს. მას ფილმში პარტნიორობას პიერ რიშარი უწევს.

თქვენს წინაშეა ხელმწიფე „ჯონი დეპ ლუდოვიკო XV“ – მსახიობის მეფური დაბრუნება და უახლესი კადრები ფილმიდან „ჟანა დიუ ბარი“

გამარჯვების შემდეგ, „დიორმა“ ჯონი დეპს კონტრაქტი გაუგრძელა, ჰონორარი კოლოსალურია

ფოტო/ვიდეო: ჯონი დეპი მგლების გარემოცვაში – მსახიობი „დიორის“ არომატის ცეცხლოვან რეკლამაში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები