LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი გიგანის თბილი სიტყვები ცოლს: „მინდა, ამ ცხოვრებაში ცოტა მაინც მოიცალო შენი თავისთვის…“

166
takocharkvianinews

ჯონი გიგანი თავის მეუღლეს, პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს დაბადების დღეს ემოციური მიმართვით ულოცავს. თავის მეორე ნახევრისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აქვს სურვილი, რომ მან საკუთარი თავისთვის მოიცალოს…

გთავაზობთ ჯონი გიგანის სტატუსს:

„თაკო, მინდა ძალიან, რომ ამ ცხოვრებაში ცოტა მაინც შენთვის მოიცალო, რაც დღემდე არ გამოგივიდა, ვრწმუნდები იმაში, რომ დარჩენილი ცხოვრებაც ასე იქნება შენთვის, შენი ცხოვრება კი ყველასთვის არის გულწრფელი, მართალი, მოსიყვარულე… გიყურებ უკვე 29 წელია… არასდროს არ დაიღალე სიყვარულის და სიკეთის გაცემით ადამიანებზე, მიკვირს და მაოცებ ამდენი მოთმინებით და სიკეთით… რასაც შენ ახერხებ ხალხისთვის ურთიერთობაში, ბევრჯერ მიფიქრია წარსულ ჩვენ განვლილ ცხოვრებაზე… ის კატასტროფები, რაც 90-იან წლებში იყო ჩვენს თავს დატრიალებული… რა იყო ისეთი რამ, რომ ადამიანისთვის ყოფილიყო ფსიქოლოგიურად რომ გადაგვეტანა ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები, რაც ჩვენ ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც ერთად გადავიტანეთ… ჯანმრთელად და უარყოფით კვალ დაურჩენლად, ეს მარტო, ჩემო სიცოცხლე,  შენ შეგიძლია დიდი სიყვარულით შემაძლებინო ამ უბედურებების გადატანა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარტო მგონია შენ შეძლებდი ამ ყველაფრის გამკლავებას… მე კი მინდოდა, რომ ყველაფერი მშვიდად ყოფილიყო… არ ვიცი, როგორ გამომივიდა ცხოვრების განმავლობაში, როგორ გაგიწიე უღელი ცოლქმრული, მაგრამ გულწრფელად, რომ მიყვარხარ და ბედნიერები ვართ, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა 100 პროცენტით… გილოცავ, ჩემო სიცოცხლე, დაბადების დღეს… ჩემო ბედნიერებავ!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები