ახალი რომანტიკული ფილმი „ბილეთი სამოთხეში“ გუშინ ლონდონში აჩვენეს. ფილმის მსოფლიო პრემიერას მთავარი გმირები ესწრებოდნენ. ჯორჯ კლუნი წითელ ხალიჩაზე ულამაზეს მეუღლესთან, ამალ კლუნისთან ერთად მივიდა. მალევე მათ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ჯულია რობერტსი შეუერთდა.
ჯულია პრემიერაზე ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ ულამაზეს შავ კაბაში, რომელსაც ჰქონდა დამაინტრიგებელი წარწერა Hope, ხოლო კაბას განსაკუთრებით ალამაზებდა მოკლე პიჯაკი. რაც ეხება ამალ კლუნის, ჯორჯ კლუნის მეუღლე ბრწყინავდა „ჯონ გალიანოს“ ვერცხლისფერ ვინტაჟურ კაბაში.
ფილმი „ბილეთი სამოთხეში“ რომანტიკული კომედიაა, სადაც ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი განქორწინებულ მეუღლეებს განასახიერებენ. ეს არის კლუნისა და რობერტსის პირველი საერთო ნამუშევარი 21 წლის შემდეგ. მათი ყველაზე ცნობილი კოლაბორაციაა ფილმი „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“.
„ძალიან მაგარი ბიჭი“ – 61 წლის ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის გადაღებებზე ემოციებს ვერ თოკავს