LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯორჯია ნატურალი” ყვარელში პირველად საწარმოს ააშენებს

860

შპს ”არომაპროდუქტის”  შვილობილი კომპანია ”ჯორჯია ნატურალი” ყვარელში პირველადი საწარმოს აშენებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ გუგუშვილმა განუცხადა, საწარმოსთვის ტექნიკა უცხოეთიდან ჩამოვა და აქ სამაცივრე დანადგარები განთავსდება. ”მოგეხსენებათ, ყვარელში ვფლობთ ბიო ბაღს. ბაღში მოყვანილი ხილისა და კენკრის პროდუქცია სწორედ ამ ახალ საწარმოში დამუშავდება. გავყინავთ ხილს, გამოვაშრობთ, შემდეგ მოხდება დაპრესვა და მისი მაცივარში, წვენის სახით შენახვა”, – აღნიშნა გუგუშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახალ საწარმოში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება განსახორციელებელ ინვესტიციას, მისი რაოდენობა მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს.

როგორც შპს ”არომაპროდუქტის”  დამფუძნებელმა განმარტა, კომპანიაში წარმოებული პროდუქცია 100%-ით საექსპორტოა და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია არ ხორციელდება. ”ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის. კომპანია აწარმოებს მზა პროდუქტს 50 სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მის ათვისებას, ჯერჯერობით, არ ვგეგმავთ”, – განაცხადა ვლადიმერ გუგუშვილმა.

შპს ”არომაპროდუქტი” 1985 წელს დაარსდა. კომპანია სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის ნატურალური წვენების, ხილის წვენის კონცენტრატების, ინდივიდუალური სწრაფი გაყინვის ხილისა და კენკრის, ჯემების, მურაბების, დაკონსერვებული ხილის, საწებლების, სანელებლებისა და თაფლის პროდუქტების წარმოებაში. რაც შეეხება, ”ჯორჯია ნატურალს,” ის 2006 წელს დაარსდა და ფლობს 650 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწას, რომელიც რეგისტრირებულია IMO ორგანული სოფლის მეურნეობის სარეგისტრაციო ორგანოს მიერ და აწარმოებს ხილისა და კენკრის პროდუქციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები