LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონს დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა უყიდა

79

„ჯორჯიან მანგანეზმა” კომპანიის მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს HOWO -ს ფირმის, დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეუძინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეცტექნიკის ძარის ქვეშ განთავსებულია დასუფთავების მბრუნავი მოწყობილობა, რომლითაც ტერიტორია დამატებთი რესურსების გამოყენების გარეშე სუფთავდება.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ზესტაფონის განვითარებაში. აღნიშნული მანქანის გამოყენებით, ქალაქის დასუფთავება კიდევ უფრო გამარტივდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივი პარტნიორია ყველა პროგრესულ წამოწყებაში. მერმა კომპანიას მადლობა გადაუხადა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი ტექნიკის ( HUWO 4X2 Road Sweeping Truck) ღირებულებაა 103 137, 65 ლარი. აღნიშნული მანქანით ქალაქის დასუფთავება უახლოეს დღეებში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g