როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტყობინება, კომპანიის სერვის ცენტრები და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური 31 დეკემბრის 15:00 საათიდან 7 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს.
მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განახლდება 8 იანვარს, დილის 09:00 საათიდან.
კომპანიის ცხელი ხაზი (032 293 11 11) აბონენტებს ახალი წლის დღეებში უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება.
