91 წლის ასაკში გარდაცვლილი ცნობილი იტალიელი დიზაინერი და კომპანია Armani-ს დამფუძნებელი ჯორჯო არმანი არა მხოლოდ ელეგანტური სტილით, არამედ ავტომობილებში დახვეწილი გემოვნებითაც გამოირჩეოდა. ავტო ჟურნალისტებმა შეაგროვეს სამი მოდელი, რომლითაც მოდელიერი სხვადასხვა პერიოდში გადაადგილდებოდა – ზოგი მათგანი სპეციალურად მისთვისაც კი შეიქმნა.
Mercedes-Benz SL (R107)
წარმოება: 1971–1989
ძრავები: SL280 (2.8 ლ, 177 ცხ.ძ.), SL380 (3.8 ლ, 204 ცხ.ძ.), SL450 (4.5 ლ, 218 ცხ.ძ.)
არმანი არაერთხელ დააფიქსირეს ლეგენდარულ Mercedes-Benz SL R107 მოდელით – კლასიკური გერმანული როდსტერით, რომელიც იმდროინდელ ელიტას შორის პოპულარული იყო. ავტომობილი გამორჩეულია ელეგანტური ხაზებითა და ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლით – მოდელი თითქმის 20 წლის განმავლობაში იწარმოებოდა.

Mercedes-Benz CLK 500 (W209)
წარმოება: 2002–2010
ძრავა: 5.0 ლ V8, 306 ცხ.ძ.
ეს ავტომობილი არმანიმ პირადად შეუკვეთა Mercedes-ის პროგრამით designo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან ინდივიდუალური დიზაინის მოდელები.
მისი CLK 500 უნიკალური იყო: ქვიშისფერი (“Sabbia”) ექსტერიერი, შავი პრიალა დეტალები, ყავისფერი ტყავის ინტერიერი და ხელოვნურად დაძველებული ქრომი – ყველაფერი შესრულებული „ვინტაჟურ“ სტილში.

Fiat 500e Giorgio Armani Collector’s Edition
ელექტროძრავა: 118 ცხ.ძ., წინა წამყვანი ბორბლები
ეს იყო არმანისა და Fiat-ის ერთობლივი პროექტი – კომპაქტური ელექტრომობილის სპეციალური საკოლექციო ვერსია. დიზაინერმა შეიმუშავა მოდელის გარე და შიდა ელემენტები – დისკები, სავარძლები და დეტალები, რომლებიც Armani-ს ხელწერას ასახავდნენ: სიმარტივე, ფერები ბუნებრივი ტონალობის და დახვეწილი ელეგანტურობა.
მოდის ლეგენდა ცნობილია თავისი ფრაზით:
„ელეგანტურობა არ არის იმის დანახვა, რაც ყურადღებას იპყრობს – ის არის ის, რაც მახსოვრობაში რჩება.“
სწორედ ასე გამოიყურებოდა მისი ავტოფლოტიც – თავშეკავებული, დახვეწილი და უკვდავი.

 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 