ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ვიმყოფები და უკანასკნელად, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, – წერს ჯოზეფ ბორელი.