LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

265
საქართველოს შეიარაღებული ძალები

„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უწყების ბიუჯეტი მომავალი წლიდან გაიზრდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე: თუ რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი 

„მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ.“– აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე:

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული საფრთხეები და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში იყოს გადასადგამი“

თავდაცვის მინისტრი: ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე

magti 5g