LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი ორ ახალ ფილმზე მუშაობს (ფოტო)

160

48 წლის ოსკაროსანი მსახიობი, ჯულია რობერტსი ამჯერად ლოს-ანჯელესში გამოჩნდა. ყურადღება მიიქცია მსახიობის ლურჯმა მაისურმა წარწერით Good vibes only please, რომელიც მას მოკლე ჯინსთან ჰქონდა კომბინირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია მკვეთრად შეიცვალა 90-იანების შემდეგ, ის მაინც შეუდარებელ ფორმაშია.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რობერტსი კიდევ ერთხელ მოირგებს ადვოკატის როლს დიდი ეკრანზე. ის ითამაშებს დრამაში „ადამიანი-მატარებელი“, რომელიც რეალურ მოვლენებზე იქნება აგებული. ფილმი მოგვითხრობს ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანზე, რომელიც ბავშვობიდან მატარებლებით იყო შეპყრობილი და რომელიც თაღლითობისთვის რამდენჯერმე დააკავეს. სწორედ მისი ადვოკატის როლში მოგვევლინება ჯულია რობერტსი.

მსახიობის კიდევ ერთი ახალი ფილმი Money Monster 13 მაისს გამოდის ეკრანებზე. ჯოდი ფოსტერის ფილმში რობერტს პარტნიორობას ჯორჯ კლუნი უწევს.

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g