LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ეკრანული ლუქი – ლამაზმანი 55 წლის გახდა

280
ჯულია-რობერტსი

ამერიკული კინოს ყველაზე ლამაზი ქალი, ჯულია რობერტსი დღეს იუბილარია, ლამაზმანი 55 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით ,,ფორტუნა” გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქებს მისი ცნობილი ფილმებიდან, სადაც ჯულია შეუდარებელია.

,,ფოლადის მაგნოლიები” –  აქ ჯულია შეუდარებელია  ვარდისფერ ატლასის კაბაში, რომელიც ულამაზესი ყვავილებით არის დაპრინტული. ქორწილის ეს სცენა ამ ძალიან ცნობილი ფილმიდან და ჯულიას კაბა, რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში.

,,ლამაზმანი” –  ამ ფილმში უამრავი კაბაა, რომელმაც თავად მოდის სამყაროზე უდიდესი გავლენა მოახდინა. გამორჩეულია კაბა, რომელიც ჯულიას ეცვა სწორედ იმ მომენტში, როცა ის ძვირად ღირებულ ბუტიკში ბრუნდება, რათა აჩვენოს მომსახურე პერსონალს, რომ მას მომსახურებაზე უარი დაუმსახურებლად უთხრეს. ჯულიას ულამაზესი თეთრი კაბა აცვია, რომელიც დიდი ზომის შლაპასთან არის შეხამებული.

,,ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი” –  1997 წლის ამ ფილმში ჯულია შეუდარებელია ატლასის საღამოს კაბაშია გამოწყობილი, რომელიც მას ქორწილის სცენის გადაღებებზე აცვია.

,,ნოთინგ ჰილი” – კრიტიკოსები მიიჩმევენ, რომ აქ ჯულიას ყველაზე ორიგინალური სამოსია ტყავის ქურთუკი და ბერეტი, რომლითაც ის ჰიუ გრანტის გმირთან, სიყვარულის ასახსნელად მიდის.

,,ერინ ბროკოვიჩი”  – გარდა იმისა, რომ ამ ფილმმა ჯულიას „ოსკარი“ მოუტანა, აქ მსახიობმა თავი დაგვამახსოვრა ძალიან უცნაური იმიჯით. მაგალითად ეს გახლავთ მინი-ქვედაბოლო და პერანგი ლეოპარდის პრინტით.

,,მონა ლიზას ღიმილი” –  აქ ჯულია ყველგან შეუდარებელია, მაგრამ მეხსიერებიდან არ ამოდის სცენა, სადაც ჯულიას დიდი ზომის პალტო აცვია და ულამაზესი ბერეტი ახურავს.

,,სიახლოვე” – ამ რომანტიკული დრამაში ჯულია სადა, მაგრამ ძალიან დახვეწილია. თეთრი  პერანგი და კლასიკური შარვალი, ეს ის არის, რაც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს.

,,მისტიკური პიცა” –  ჯულიას პირველი სერიოზული როლი ეკრანზე და დაუვიწყარი წითელი პულოვერი ულამაზესი ორნამენტებით.

და ისევ ლამაზმანი  – აქ უდავოდ უნდა გამოვარჩიოთ ჯულიას კიდევ ორი ულამაზესი კაბა, ერთი, ცხენის დოღის სცენის გადაღებებიდან, ყავისფერი კაბა თეთრი კოპლებით. მეორე კი, საღამოს შავი კაბა რესტორნის სცენიდან, სადაც ვივიენი რიჩარდ გირის გმირს პაემანზე ხვდება.

ჯორჯ კლუნი და „ლამაზმანები“ – ჯულია რობერტსი და ამალ კლუნი ფილმის „ბილეთი სამოთხეში“ პრემიერაზე

ფოტო: საკულტო ორეული „ლამაზმანიდან“ – ჯულია რობერტსი წითელ ხალიჩაზე „გუჩის“ ნაცრისფერი შორტით გამოჩნდა

„ლამაზმანი მონალიზას ღიმილით“ – ჯულია რობერტსის იშვიათი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები