LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსის ცნობილ წითელი კაბა „ლამაზმანიდან“ –  დიზაინერი იხსენებს, რომ მისი შექმნა ინტუიციამ უკარნახა

429
hulai345

კოსტიუმების დიზაინერი მერლინ ვენსი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ ფილმ „ლამაზმანისთვის“ შექმნილი კოსტიუმები მოდის ნამდვილ შედევრებად იქცეოდა. ირკვევა, რომ დიზაინერმა ყველაზე მეტი დრო წითელი კაბის შექმნას მოანდომა, რომელიც ფილმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. სწორედ ამ კაბით მიდის ჯულია რობერთსის გმირი, ვივიენი ოპერაში. ინტერვიუში ვენსი იხსენებს, რომ მას თავდაპირველად შავი კაბის მოდელი დაუკვეთეს: „იყო დიდი გაუგებრობა, კამათი, მაგრამ მე ჩემი ხედვა მქონდა, ინტუიციურად ვიცოდი, რომ კაბა წითელი უნდა ყოფილიყო“ – იხსენებს ის.

 „ლამაზმანში“ რიჩარდ გირის ნაცვლად ალ პაჩინოს უნდა ეთამაშა  – სცენარი ბოლო წუთს შეცვალეს

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დიზაინერს კაბის რამდენიმე მოდელის შექმნა მოუწია, ყველა სხვადასხვა ფერის იყო. ჯულია რობერთსი მოსინჯვაზე რამდენჯერმე გამოიძახეს. ბოლოს არჩევანი წითელ ვარიანტზე შეჩერდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g