ჯულია რობერთსის თაყვანისმცემლებს ეძლევათ უნიკალური შანსი საყვარელი მსახიობის სახლში იცხოვრონ. რობერთსის მალიბუში მდებარე სახლი თვეში 10 500 დოლარად ქირავდება და მისი ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 1650 კვადრატაზე გაშენებული სახლი ოსკაროსანმა მსახიობმა გასულ წელს, 3 მილიონ დოლარად შეიძინა.
სახლი უზარმაზარი ოთახებით თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ მსახიობი ზამთარში ჩერდება ხოლმე, სახლს ულამაზესი ეზო აქვს, რომელიც ბილიკებით არის გაფორმებული. თავად სახლში სამი საძინებელი, დიდი ბუხარი და უზარმაზარი სამზარეულოა.