LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა თვითნებურად დაკეტეს

ჯვარი

მცხეთაში, ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს. მისივე თქმით, საქმის კურსში ჩააყენა საპატრიარქო, სადაც განუმარტეს, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და საკითხში გარკვევას დაპირდნენ

“მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი, მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა,“ – აცხადებს გოგიტა კაპანაძე.

როგორც გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, ამ თემაზე მერიასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრაც გაიმართა, თუმცა მღვდელმსახურებს მოთხოვნის მიზეზი არ განუმარტავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები