წინა წელს, ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამოძახილის „კაა“-ს ავტორი, ლაშა ცუცქირიძე ბევრს აღარ ახსოვს. თუმცა, ახლობლებს მისი ცნობილი წამოძახილი არ დავიწყებიათ – მას დაბადების დღეზე დიდი სათამაშო პითონი კა აჩუქეს. ტორტზე კი სანთლებად „კაა“ დაუწერეს.
“ყველაზე კრეატიული საჩუქარი რაც ცხოვრებაში მიმიღია პითონი კაა?
მადლობა ჩემო მეგობრებო,” – წერს ლაშა ცუცქირიძე.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ხორავას ქუჩის საქმის გამო დაწყებულ აქციებზე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ცუცქირიძემ მოულოდნელად „კაა“ წამოიძახა. ვიდეოინტერნეტის ჰიტი გახდა, მოგვიანებით კი ცუცქირიძეს განმარტების გაკეთებაც მოუწია.
მისი თქმით, გუშინდელ შეძახილში ჯუნგლების წიგნის პერსონაჟ პითონს გულისხმობდა.
“ერთ-ერთ მულტფილმში არის მახრჩობელა გველი პითონი, კაა, სწორედ ეს სახელი წარმოვთქვი გუშინ,”- აცხადებს ლაშა ცუცქირიძე.