ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა იგივე „კაბუმ” პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 10 000 – ლარიანი გირაოს თანხა გადაიხადა.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსახიობს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
პროკურატურა „კაბუს” მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„კაბუმ“ ქალი „აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა“ – რას ამბობს პროკურორი