LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ცხელი ჩაით დაიწვა და „სტარბაქსისგან“ 50 მილიონ დოლარს მიიღებს

107
250316-starbucks-spill-vl-1058a

აშშ-ში მიტანის სამსახურის თანამშრომელმა ცხელი ჩაით დამწვრობა მიიღო და ამისთვის „სტარბაქსისგან“ უზარმაზარ კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ NBC News წერს.

მაიკლ გარსია ლოს-ანჯელესში კომპანია Postmates-ში მუშაობდა. 2020 წლის 8 თებერვალს ის შეკვეთის ასაღებად „სტარბაქსის“ ერთ-ერთ ფილიალში მივიდა და სამი დიდი ჭიქა ჩაი, დრაივიდან აიღო. ბარისტამ მას ჭიქები მუყაოს ჩასადებით მიაწოდა, თუმცა ერთი ჭიქა მამაკაცს პირდაპირ მუხლზე დაეცა, სახურავი მოსძვრა და ცხელმა სასმელმა ფეხები დაუწვა. გარსიამ უკან გაწევა მოასწრო, თუმცა ძალიან გვიანი იყო და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

დაზარალებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ნაფიც მსაჯულებმა მისი მხარე დაიჭირეს. შედეგად კურიერი „სტარბაქსისგან“ 50 მილიონი დოლარს მიიღებს.

მოსარჩელე ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და გასაჩივრებასაც აპირებს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ინციდენტი მათი ბრალი არ ყოფილა და ზარალის თანხაც გადამეტებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები