LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ცოლს გაუბრაზდა და მისთვის ნაჩუქარი Porsche ნაგავში გადააგდო

111
the-porsche-in-garbage-container

კაცმა ახალი Porsche სანაგვეზე გადააგდო მას შემდეგ, რაც ცოლმა მისი მონდომება სათანადოდ ვერ დააფასა. შემთხვევის შესახებ India Today წერს

წყვილი, მეგობრების თქმით საკმაოდ რთულ პერიოდს გადიოდა. ქმარმა გადაწყვიტა სიტუაცია ძვირადღირებული საჩუქრით გამოესწორებინა. ვალენტინობის დღისთვის მან ცოლს Porsche Macan უყიდა და ავტომობილში საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადა. თავიდან მამაკაცი გეგმავდა, რომ ავტომობილი, რომელსაც რაღაც დეტალები ჰქონდა შესაკეთებელი, ცოლისთვის 8 მარტისთვის ეჩუქებინა, თუმცა ვერ მოითმინა და ქალს 14 თებერვლისთვის გაუკეთა სიურპრიზი.

როცა ქალმა მცირე დაზიანებების მქონე ავტომობილი ნახა, ძალიან გაბრაზდა, რადგან ქმრის საქციელი დაცინვად მიიღო. მან საჩუქრის მიღებაზე სასტიკი უარი განაცხადა. ჩხუბით შეწუხებულმა ქმარმაც აღარ იცოდა რა ექნა, ამიტომ აიღო და მანქანა სანაგვეზე გადააგდო. თანაც პირდაპირი მნიშვნელობით სანაგვე ურნაში ჩააგდო.

სასაჩუქრე ლენტით შეფუთული სპორტქარი უკვე ორი კვირაა ურნაში აგდია და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობადაც კი იქცა. სანამ ქმარი მოიფიქრებს თუ რა უქნას „უსარგებლო“ საჩუქარს, მანამდე Porsche-თან გაოცებული გამვლელები პოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები