LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელიც არის ცრუ, წირვას ატარებს…მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ იღებს: განკვეთილი მამა ათინოგენე

114
მამა ათინოგენე

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი მამა ათინოგენეს თქმით, „კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს, რომელსაც არც ერთი ადგილობრივი არ იღებს“.

მისივე განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს „კაზაკები“ ჰყავს მოყვანილი, რათა „ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს“.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგეწიოთ წმინდა ანგელოზთა ლოცვა, შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ყველას.

რაც შეეხება ამათ მოსვლას, კიდევ ერთხელ ვამბობ კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. მას არც ერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, არც ერთი ადამიანი ამას არ იღებს აქ, „კაზაკები“ რომ ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ. ეს არ არის ქრისტიანობა და ეს არ არის მართლმადიდებლობა. მოლოდინი რა უნდა მქონდეს, კარგის არაფრის. პირველ დღეს, როდესაც „კაზაკებთან“ ერთად „მილიცია“ იყო შესული და გამოყარეს მონაზვნები იქიდან, იგივეს გააკეთებენ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ“,- გამაცხადა განკვეთილნა მამა ათინოგენმა.

ცნობისათვის, მარტვილში წაჩხურუს ტაძარში მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები სწორედ აღნიშნულ მონასტერში იმყოფებიან.

magti 5g