„იმ განვლილი ცხოვრებით, დაწყებული თავდაცვის სამინისტროში იურისტობიდან, კაცი ვერაფერს ვერ იტყვის, მხოლოდ კარგს. სუფთა კაცური კაცია. გაიხარე და გისურვებ წარმატებას“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატზე, ირაკლი ჩიქოვანზე საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულის თაობაზე ინჯიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა განიხილება.
„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად“ – ირაკლი ჩიქოვანი
„ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი“.
„აქ დაისვა კითხვა ბატონ ირაკლი ჩიქოვანზე – რა შეიცვალაო? პირველ რიგში შეიცვალა ის, რომ მე მიმაჩნია, ირაკლი ჩიქოვანი ერთ-ერთი სუფთა კაცური კაცია, ნამდვილი… ჯერ ერთი, ის პრემიერობის კანდიდატის ვიწრო გუნდის წევრია და ასეთივე არის სამაგალითო, რა გითხრათ, რა…
იქ [თავდაცვის სამინისტროში] ხომ მილიარდ სამასი ათასი ფულია, იქ არის მთელი ინფრასტრუქტურა, ყველაფერია იქ.
კობახიძე: მთავრობაში ერთი ცვლილება მოხდება – ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის
იმ განვლილი ცხოვრებით, დაწყებული თავდაცვის სამინისტროში იურისტობიდან, კაცი ვერაფერს ვერ იტყვის, მხოლოდ კარგს. სუფთა კაცური კაცია. გაიხარე და გისურვებ წარმატებას“. – მიმართა ფრიდონ ინჯიამ ირაკლი ჩიქოვანს.