LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა აგურების კოლექცია მოაგროვა და გინესის რეკორდსმენი გახდა

108
bbc5fa15f495012bd719c9cce747aa59

ამერიკის შტატის, ოკლაჰომას ასაკოვანი მკვიდრი უნიკალური აგურების კოლექციის მფლობელია. ამის შესახებ UPI წერს.

87 წლის კლემ რეინკემეიერი აგურებს 40 წელზე მეტი ხანი აგროვებდა. მის კოლექციაში სხვადასხვა ეპოქისა და სახეობის ათასობით ეგზემპლარია გაერთიანებული. ამერიკელი იმდენად იყო აგურებით გატაცებული რომ თავისი კოლექციისთვის სახლთან ახლოს ცალკე შენობაც კი ააგო.

ერთ დღესაც კლემი საქმეზე იყო ქალაქიდან გასული, როცა მისმა ქალიშვილმა და სიძემ კოლექცია დათვალეს და დაადგინეს, რომ აგურების რაოდენობა 8882 ერთეული იყო. შვილმა გადაწყვიტა მამისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და გინესის რეკორდების წიგნს მისგან მალულად მიწერა. გინესის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და ამერიკელი აგურების ყველაზე დიდი კოლექციის მეპატრონედ აღიარეს.

ამასობაში მამაკაცი სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ რეკორდსმენი გამხდარა. კლემი მთელი ცხოვრება ინჟინრად მუშაობდა და აგურებს დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში აგროვებდა.

„მე ქალაქში დავბრუნდი და ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. უბედნიერესი ვარ, რომ გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატი მივიღე, მადლობა ჩემს ოჯახს ამისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები