LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ციხიდან გამოსვლიდან მეორე დღესვე ბანკი გაძარცვა

126
554354

აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელიც ციხიდან გამოვიდა და მეორე დღეს კალიფორნიაში ბანკი გაძარცვა. Fox News-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ტყვეების აყვანაც მოასწრო.

53 წლის ერიკ გრეი სანამ ბანკის ძარცვას დაიწყებდა დიდი ხნის განმავლობაში მომხმარებელთა სივრცეში ტრიალებდა. შემდეგ დახლს გადაახტა, იყვირა რომ იარაღი ჰქონდა და ფული მოითხოვა.

დაუდგენელი ოდენობის თანხის მიღების შემდეგ გრეიმ ბანკნოტები ჯიბეებში გადაინაწილა, შემდეგ კი ბანკის ორ თანამშრომელს და მენეჯერს საცავში შეყოლა აიძულა. 3 საათის გასვლის შემდეგ მან ორი ტყვე გაუშვა და მესამესთან ერთად გარეთ გამოვიდა, რა დროსაც დააკავეს კიდეც. პოლიციამ მალევე დაადგინა, რომ გრეი ციხიდან წინა დღის გამოსული იყო.

დაკავების შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევებზე და იქ ფული და ნარკოტიკი აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ კრიმინალმა კლინიკიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა და პოლიციელის ცემაც მოასწრო.

ამჟამად გრეი თავის სასამართლო პროცესს ელოდება და დიდი ალბათობით 20 წლამდე პატიმრობაც ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები