LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ელექტროენერგიის კომპანიის წარმომადგენელი მიღებული ქვითრის გამო სცემა

110
9peonr88_pune-police-generic-twi

ინდოელი მამაკაცი ელექტროენერგიისთვის მიღებულმა ქვითარმა ისე გააბრაზა, რომ ენერგეტიკის კომპანიის თანამშრომელს დაესხა თავს. ამის შესახებ NDTV წერს.

33 წლის აბჰიტ პოტეს 570 რუპია ჰქონდა გადასახდელი, რაც დაახლოებით 7 დოლარამდეა. მისი აზრით, ელექტროენერგიის საფასური ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაუზარდეს, ამიტომ სიტუაციაში გასარკვევად მიმწოდებელი კომპანიის ოფისში მივიდა. თუმცა, მის პრეტენზიას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

რამდენიმე დღეში ის ისევ დაბრუნდა კომპანიაში და მთელი აგრესიით პირდაპირ იქვე მყოფი ქალისკენ გაემართა. პოტემ 26 წლის რინკუ ტაიტე ისე სცემა, რომ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი დააპატიმრეს და ამჟამად თავის სასამართლო პროცესს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები